დადგენილების პროექტის მიხედვით, რომელიც საგამოძიებო კომისიამ 6-თვიანი საქმიანობის შედეგად შეადგინა, მარეგულირებლის საქმიანობა ხშირ შემთხვევაში მის ფუნდამენტურ პრინციპებთან მოდიოდა წინააღმდეგობაში:
“პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ თავისი 6-თვიანი ინტენსიური საქმიანობის შედეგად დაადგინა, რომ კომისიის მოქმედებები/უმოქმედობა, ხშირ შემთხვევებში, სწორედ მისი საქმიანობის ფუნდამენტურ პრინციპებთან იყო წინააღმდეგობაში. იგი ვერ აკმაყოფილებდა ვერც გამჭვირვალობის, ვერც სამართლიანობის და ვერც მიუკერძოებლობის ტესტს. ხშირ შემთხვევებში, კომისიის გადაწყვეტილებები იყო დისკრიმინაციული, შერჩევითი, არ ემყარებოდა წინასწარ დადგენილ გამჭვირვალე წესებსა და პროცედურებს, ატარებდა პოლიტიკური მიკერძოებისა და ბიზნესინტერესების ლობირების ხასიათს,” – ნათქვამია დადგენილების პროექტში.
დადგენილების მიხედვით, დარღვევები სახეზეა არა მხოლოდ კომისიის დღევანდელი შემადგენლობის, არამედ კომისიის წინა შემადგენლობის მთელი რიგი წევრებიდან:
„კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოკვლეული მასალები, თანდართული დოკუმენტაციით, გადაეგზავნოს მთავარ პროკურატურას დაუყოვნებლივი რეაგირებისათვის. ამასთანავე, ეთხოვოს მთავარ პროკურორს სრულყოფილი და დროული ინფორმაცია მიაწოდოს პარლამენტს საგამოძიებო მოქმედებებისა და შედეგების შესახებ.
ჩვენ დავამტკიცეთ დასკვნა და დადგენილება. კომისიის საქმიანობა დღეს სრულდება, დღეს ბოლო სხდომა გვექნება, სადაც სხვადასხვა პირების მიერ კომისიისთვის მოტანილ აუდიოჩანაწერებს მოვუსმენთ იმისათვის, რომ ეს მტკიცებულებები გავასაჯაროვოთ,” – განაცხადა კომისიის თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა.