კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, მისი მიღების შემდეგ აუცილებელი გახდება იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, კანონი დაარეგულირებს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარსაც.
„ცვლილებების მიზანი იმ პირების მდგომარეობის შემსუბუქებაა, რომელთაც პრობლემური დავალიანება აქვთ კერძო იპოთეკარებთან დაკავშირებით; იპოთეკის ზედა ზღვარი იქნება წლიური 2,5%, თვიური − ამის მეთორმეტედი; 2,5 პროცენტი აითვლება კომერციული ბანკების საშუალო წლიური განაკვეთიდან. ცვლილებები შედის, ასევე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონში. პირებს, რომელთა მიმართაც ხდება აღსრულება, შეეძლებათ წინმსწრები აუქციონის მოთხოვნა, სადაც საწყისი საბაზრო ფასის ლიმიტი არ იქნება. სეკვესტრის შემთხვევაში, როდესაც აუნაზღაურებადი მოთხოვნა მცირეა, შესაძლებელი ხდება ალტერნატიული აღსრულების საშუალებების მოთხოვნა“, – აცხადებს ალექსანდრე ბარამიძე.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ უკვე მოიწონა და მალე ის საკანონმდებლო ორგანოში იქნება ინიცირებული.