კანონპროექტი „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონსა და „ნოტარიატის შესახებ“ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კერძოდ, მისი მიღების შემდეგ აუცილებელი გახდება იპოთეკის ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმება, კანონი დაარეგულირებს საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარსაც.
„ცვლილებების მიზანი იმ პირების მდგომარეობის შემსუბუქებაა, რომელთაც პრობლემური დავალიანება აქვთ კერძო იპოთეკარებთან
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საკანონმდებლო პაკეტი მთავრობამ უკვე მოიწონა და მალე ის საკანონმდებლო ორგანოში იქნება ინიცირებული.
