ახალი ამბები

რუსეთი მოსკოვიდან საქართველოს ინტერესების სექციის ერთ თანამშრომელს აძევებს

13 აპრილი, 2018 • 2143
რუსეთი მოსკოვიდან საქართველოს ინტერესების სექციის ერთ თანამშრომელს აძევებს

რუსეთი საქართველოს საპასუხო ნოტას უგზავნის, სადაც მოითხოვს, რომ მოსკოვში, შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთმა თანამშრომელმა რუსეთი დატოვოს.

ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაწოდეს.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს ქ. მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის მიერ რუსეთიდან გაწვევას. აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე,”- განაცხადეს უწყებაში. 

 

29 მარტს საქართველომ თბილისიდან რუსეთის ინტერესების სექციის ერთი თანამშრომელი გააძევა. ამ ნაბიჯით საქართველომ დაგმო გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენება დაგმო. საქმე ეხება დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალის შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად მოწამვლას ნერვული აგენტი “ნოვიჩოკით”. სკრიპალების საქმის ირგვლივ რუსი დიპლომატები გააძევეს აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდა და სხვა ქვეყნებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი