საპარლამენტო უმცირესობის წევრი ლევან ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ ცვლილება კონსტიტუციასთან მოდის წინააღმდეგობაში:

„ეს ანტიკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქუთაისი და ახლა ვამტკიცებთ ლოგოს, სადაც გამოსახული არის გაურკვეველი შენობა. როცა შენობას იღებ ლოგოტიპად, უნდა იყოს ის შენობა, რომელშიც განთავსებულია უწყება.”
კითხვაზე, როდესაც პარლამენტს მხოლოდ ქუთაისში აქვს შეკრების უფლება, რამდენად მართებულია ლოგოზე თბილისში არსებული შენობის გამოსახვა, ზვიად ძიძიგური პასუხობს:
„ის შენობაც ჩვენს ბალანსზეა და მერე რა, რომ პარლამენტი ახლა ქუთაისშია? ეს დროებით არის აქ. ყველა ინსტიტუტს აქვს თავისი ლოგო და ჩვენც გვჭირდება. ტრადიცია წლების განმავლობაში იყო იმ შენობის გრაფიკული გამოსახულება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ტრადიციები პარლამენტსაც უნდა ჰქონდეს და, ბუნებრივია, რომ ასეთი ლოგო დავამტკიცეთ. ჩვენ ლოგო დავამტკიცეთ და მოკლე ხანში გადავალთ. შემდეგ სესიას გავხსნით თბილისის პარლამენტში.“
რაც შეეხება კონსტიტუციიდან იმ ჩანაწერის ამოღებას, რომლის თანახმად, პარლამენტი მხოლოდ ქუთაისში იკრიბება, აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილების განხილვას იურიდიული კომიტეტი ხვალ დაიწყებს.








