ახალი ამბები

“წითელი ზონა” არ დაიხურება

29 ოქტომბერი, 2013 • • 1191
“წითელი ზონა” არ დაიხურება

“ამ წუთებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღარ დაიხუროს. გვიჭირდა მატერიალურად, მაგრამ ყველანაირად შევუწყობთ ხელს, რომ ეს გადაცემა გავიდეს. სხვას დავაკლებთ და ამას მივცემთ ფულს. გამოთქვა აზრი რამდენიმემ, მათ შორის გოგა ჩართოლანმა, რომ ეს გადაცემა არ უნდა დავხუროთ.” 

 

“საზოგადოებრივ მაუწყებელზე” გიორგი გვახარიას საავტორო გადაცემის, “წითელი ზონის” დახურვის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ განაცხადა, გადაცემა ფინანსური პრობლემების გამო იხურებოდა

 

გადაცემის დახურვის გადაწყვეტილების გამო მოქალაქეთა ნაწილი დღეს, 18 საათზე აქციას გეგმავდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი