ახალი ამბები

მარგველაშვილი: ამ არჩევნებით კოჰაბიტაცია დასრულდა

28 ოქტომბერი, 2013 • • 1191
მარგველაშვილი: ამ არჩევნებით კოჰაბიტაცია დასრულდა

ამის შესახებ მან სასტუმრო “რედისონში” მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა: 

 

“მუდმივად ვსაუბრობდი, რომ კოჰაბიტაცია ამ არჩევნებით სრულდება. ეს მოხდა კიდევაც. იმიტომ, რომ ქვეყანას აღარ ეყოლება პრეზიდენტი, რომლის მიზანიც იქნება რეფორმებისა და მთავრობის საქმიანობის ტემპის შეფერხება. სასწრაფოდ, როგორც კი მოხდება ხელისუფლების გადმობარება, და მოვახდენთ ელჩების დანიშვნას, რაც იყო შეჩრებული და საბოტაჟირებული პრეზიდენტის მიერ. იმიტომ, რომ ის იყო პოლიტიკურ დაპირისპირებაში არა უბრალოდ “ქართულ ოცნებასთან”, არამედ ქვეყნის განვითარებასთან და წინსვლასთან. პარლამენტში ხელისუფლებას ბევრად გაუადვილდება ურთიერთობა. პარლამენტში უმრავლესობას ბევრად უფრო გაუადვილდება ჩამოყალიბება.”


რაც შეეხება “ნაციონალურ მოძრაობასთან” თანამშრომლობას, მარგველაშვილს მიაჩნია, რომ შეთანხმება შესაძლებელია:

“ვფიქრობ, რომ ერთადერთი საკითხი, რაზეც ჩენ შეიძლება ვიყოთ შეთანხმებული, ეს არის ქვეყნის გარეთ საქართველოს ინტერესების დაფიქსირება. მე იმედი მაქვს, რომ სიძულვილი, რომელიც ხშირად იჩენს ხოლმე თავს ამ პოლიტოკური გუნდის ზოგიერთ წევრებში, იმედი მაქვს, რომ არაღიარების პოლიტიკაში ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობაში ვიყოთ,  ეს პოზიციები დავაფიქსიროთ ევროპაში, საერთაშორისო ფორუმებზე. ამ არჩევნებზე რომ პოლიტიკური კონსოლიდაცია სწორედ ჩენმა პოლიტიკურმა ძალამ მოახერხა, ეს შეძლონ და დააფიქსირონ მათ, რადგან ეს არ არის ჩენი გამარჯვება, ეს ქვეყნის გამარჯვებაა. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს, დღეს ნაკლებად მჯერა, რომ შეიძლება გაერთანებულები ვიყოთ.”

    

მასალების გადაბეჭდვის წესი