ახალი ამბები

ნათელაშვილი: პირველ–მეორე ადგილებზე გავედი

28 ოქტომბერი, 2013 • • 1404
ნათელაშვილი: პირველ–მეორე ადგილებზე გავედი

შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე
შალვა ნათელაშვილი ჟურნალისტებთან შეხვედრაზე

28 ოქტომბერს, 12 საათზე შალვა ნათელაშვილი თანამოაზრეებთან ერთად პრემიერ–მინისტრის რეზიდენციასთან მივიდა და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების გაყალბებასა და მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში დაადანაშაულა:

 

“ბიძინა ივანიშვილმა წუხელ ჩაიდინა უპრეცედენტო ღალატი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. ის გაურიგდა კრიმინალურ ძალას. მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობით, მათთან ერთად გაყალბებისა და ბოროტმოქმედების გზით, გაიყო პირველ–მეორე ადგილები. ამ ბინძურ საქმეში თანამზრახველებს წარმოადგენდნენ პოლონეთის საგერეო საქმეთა მინისტრი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მოვითხოვ ხელახლა გადათვლას ბიულეტენების, იმ ბიულეტენებისა, რომელიც წუხელ დალუქეს და შეკვეთილი ოქმები გააფორმეს. პირველ–მეორე ადგილებზე გავედი მე. მოხდა გარიგება ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის. არა მარტო ჩემს, არამედ ხალხის წინააღმდეგ. მათ მიითვისეს ჩემი პირველ–მეორე ადგილები.”

 

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში 2013 წლის 27 ოქტომბერს ჩატარდა.  

 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა უბნების 96.58%-ის მონაცემები, რომლის მიხედვით ხმების 62.07% მიიღო კოალიცია “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა. ხმების 21.76% მიიღო “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა დავით ბაქრაძემ; 10.2% – “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ; 2.87% მიიღო “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა; 1.07% – “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, 0.6% – “ხალხის პარტიის” ლიდერმა კობა დავითაშვილმა; 0.23% – ცესკოს ყოფილმა თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი