ამის შესახებ ხიდაშელმა კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში განაცხადა:
“მე ჩემი ოლქიდან მოვდივარ. აზერბაიჯანული მოსახლეობაა დიდი რაოდენობით და არჩევნები ყოველთვის ყალბდებოდა. ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ ასეთი სუფთა არჩევნები ჩატარდა. საქართველომ გაიმარჯვა ორმაგად: გიორგიმ გაიმარჯვა და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა.”
ტელეკომპოანია “იმედის” დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლის პირველადი შედეგების მიხედვით, “ქართული ოცნების” კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა 2013 წლის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა ხმების 68 % მიიღო.
გიორგი მარგველაშვილი – 66.7%, დავით ბაქრაძე – 20.2%, ნინო ბურჯანაძე – 7.5%, შალვა ნათელაშვილი – 2.1%, გიორგი თარგამაძე – 1.1%, კობა დავითაშვილი – 0.8%, – ასეთია ორგანიზაცია GfK-ის მიერ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგი, 18:00 საათის მონაცემებით.