აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა დღეს, ბოლო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, დღის მეორე ნახევარში დარღვევების ფაქტებმა მნიშვნელოვნად იკლო დღის პირველ ნახევართან შედარებით.
16:00 -20 :00 დროის მონაკვეთში ორგანიზაციის მიერ დაფიქსირებული დარღვევები უკავშირდებოდა გადასატან ყუთთან დაკავშირეულ პრობლემებს, მარკირების პროცედურას, საარჩევნო ბიულეტენებს და ამომრჩეველთა სიას.
დღის პირველ ნახევარში, 12 საათამდე, ორგანიზაციამ 22 საჩივარი დაწერა, 12 :00- დან 16:00 საათამდე – 7 საჩივაარი, ხოლო 16:00 დან 20 :00-მდე – 5 საჩივარი.
ეკა გიგაურის განცხადებით, “საერთაშორისო გამჭირვალობა -საქართვეელო” არჩევნებს საბოლოოდ ხვალ, 28 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე შეაფასებს, მას შემდეგ, რაც ხმის დათვლის პროცესს დააკვირდება.