ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმების დაცვას [video]

27 ოქტომბერი, 2013 • • 1077
ნინო ბურჯანაძე: ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმების დაცვას [video]

ნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე

“იქნება მეორე ტური, სადაც ვიქნებით მე და მარგველაშვილი. რაც შეეხება ეგზიტპოლებს, მე არც კი ვიცი, რა შედეგებია, როდესაც აცხადებედნენ, მე მაშინ კიბეებზე ჩამოვდიოდი თქვენთან. სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს, ეგზიტპოლები არის საზოგადოებრივი აზრით კარგი მანიპულირება, არ მაინტერესებს, რა შედეგებია.

 

ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ხმების დაცვას, 1000-ზე მეტი საჩივარი დავწერეთ უბნებზე, რომლის დაცვასაც ჩვენ ვაპირებთ. “ოცნებას” მოვუწოდებ გონიერებისკენ და არა ავტოკრატიზმისკენ, სადაც ამბობენ, რომ მაინც აუცილებლად 60% უნდა იყოს მათი და არ უნდა იყოს მეორე ტური. რამდენიმე წუთში ჩვენ ვიწყებთ პარალელულრ დათვლას და ის შედეგები აჩვენებს იმას, რაზედაც მე ვსაუბრობ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ტელეკომპანიების “იმედის” და “რუსთავი 2”-ის  დაკვეთით ჩატარებული ეგზითპოლების წინასწარი შედეგების მიხედვით, “დემოკრატიული მოძრაობის” პრეზიდენტობის კანდიდატი ნინო ბურჯანაძე მესამე ადგილზე გავიდა და 9.9 % [იმედი] და 7.5%[რუსთავი 2] მიიღო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი