ახალი ამბები

ქუთაისში მოქალაქეებს მარკირების გამო ხმის მიცემის პრობლემა შეექმნათ

27 ოქტომბერი, 2013 • • 1098
ქუთაისში მოქალაქეებს მარკირების გამო ხმის მიცემის პრობლემა შეექმნათ

59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი განმარტავს, რომ როდესაც მარკირების სითხეს გასხამენ, თუ ის არ გაიწმინდე, ხელზე საკმაო ხანი რჩება:

 

„თუ არ გაიმშრალე, კარგახანს რჩება სისველე და თუ გარეთ გამოსულმა ვინმეს ხელი ჩამოართვი, შესაძლებელია, რომ მის ხელზე გადავიდეს. 15 ასეთი შემთხვევა იყო, შეიძლება მეტიც არის, მაგრამ ჯერ არ ვიცით. მინდა მჯეროდეს, რომ ეს შემთხვევითი ფაქტებია, მაგრამ როდესაც რამდენიმე უბანზე ერთი და იგივე ფაქტი ხდება, ეს უკვე შეიძლება შემთხვევითი აღარ იყოს,“ – განაცხადა ოსეფაიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი