ეგზიტპოლის ფარგლებში, გამოიკითხა დაახლოებით 7,000 ამომრჩეველი. ამომრჩეველთა გამოკითხვა ჩატარდა შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ 115 საარჩევნო უბანში, ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ. ეგზიტპოლი ჩატარდა სპეციალური კითხვარის მეშვეობით და შესაძლო ცდომილება არის +/–1.2%.
შეგახსენებთ, რომ ორგანიზაციამ GfK 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ეგზიტპოლი ჩაატარა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით, რომლის მიხედვითაც “ქართულ ოცნებას” ხმა მისცა ამომრჩეველთა 35%-მა, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 30%-მა. ცესკოს მონაცემებით კი, აღნიშნულ არჩევნებში “ოცნებამ” მიიღო ხმების 54.97%, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 40.34%.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ეგზიტპოლი ჩაატარა “ედისონ რისერჩმა”, რომლის მიხედვითაც “ქართულმა ოცნებამ” მიიღო ხმების 51%, ხოლო “ნაციონალურმა მოძრაობამ” – 41%.