ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: დავაფიქსირეთ როგორ იღებდა კომისიის თავმჯდომარე ფულს

27 ოქტომბერი, 2013 • • 1074
გიორგი ვაშაძე: დავაფიქსირეთ როგორ იღებდა კომისიის თავმჯდომარე ფულს

“ცალსახაა, რომ დღევანდელ არჩევნებზე დაბალი აქტივობაა, მიუხედავად ამისა, გაცილებით მეტი დარღვევაა და გაცილებით მეტი საჩივარია, ვიდრე 1 ოქტომბრის არჩევნების დროს დაფიქსირდა. ეს არის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მაჩვენებლები. თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ არ მოვაწყოთ სკანდალი და პრიქით, ნორმალურ ჩარჩოში ჩაიაროს არჩევნებმა”, – განაცხადა ვაშაძემ. 

 

მისივე თქმით, დარღვევების ყველაზე დიდი რაოდენობა  ქუთაისში დაფიქსირდა:

 

დაფიქსირდა დარღვევები ვაკის რაიონში, კრწანისში, გლდანში. ქუთაისში 9 უბანზე 17 საჩივარია დაწერილი, ძირითადად იმის გამო, რომ ადამიანები უკვე მარკირებით მიდიან. სიტუაცია საგანგაშოა იმ უბნებზე, სადაც, სავარაუდოდ, ჩვენ ვიგებთ, მაგალითად, ზესტაფონში, სადაც შევარდა ადამიანი და დაამტვრია ხმის მიცემის ყუთი. შეინიშნება სხვადასხვა ჯგუფების მობილიზება ისეთ უბნებთან, სადაც სავარაუდოდ უპირატესობა გვაქვს, ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გაამახვილონ ყრუადღება, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება კარუსელის დატრიალების და უბნების ჩაშლის”, – განაცხადა ვაშაძემ.


მან აღნიშნა, რომ ყველა იმ დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, რაზეც საუბარი იყო, არსებობს ვიდეომასალა, თუმცა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები ვერ ტოვებენ უბნებს, ამიტომ ჯერჯერობით ვიდეოების მოწოდება ვერ ხერხდება:

 

“გვაქვს მოსყიდვის ფაქტები და ამ ვიდეოებსაც დეტალურად გაჩვენებთ, როგორ ხდება ფიულის გადაცემა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის იორმუღალოში, მაგალითად. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გააფრთხილონ აქტივისტები, ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ შეეცდებიან პროცესის ჩაშლას”, – განაცხადა ვაშაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი