ახალი ამბები

ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

10 აპრილი, 2018 • 1405
ოჯახში ძალადობაში ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედისა და ძმის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ჯ.ყ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“  ქვეპუნქტით.

გამოძიება ამტკიცებდა, რომ 2018 წლის 7 იანვარს განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა ჯ. ყ-მ ურთიერთშელაპარაკებისას დედაზე და ძმაზე იძალადა, რამაც მათ ფიზიკური ტკივილი მიაყენა.

გამოძიების ცნობით, 2018 წლის 9 იანვარს სამართალდამცველებმა ჯ. ყ.  ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“  ქვეპუნქტით – ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი ორი პირის მიმართ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯ.ყ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით და 6  თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი