ახალი ამბები

გია თევდორაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები ხმის მეორედ მიცემას ცდილობენ

27 ოქტომბერი, 2013 • • 945
გია თევდორაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები ხმის მეორედ მიცემას ცდილობენ

გია თევდორაძის მტკიცებით, მსგავს ფაქტს 22 საარჩევნო უბანზე ჰქონდა ადგილი:

 

“ბოლო ერთ საათამდე ქუთაისში არჩევნები მიმდინარეობდა მეტნაკლებად მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში. იყო რამდენიმე უმნიშვნელო დარღვევა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ მოვახსენეთ საზოგადოებას მედიასაშუალებებით, მაგრამ ბოლო ერთი საათის განმავლობაში სხვადასხვა უბანზე მასობრივად დაფიქსირდა უკვე მარკირებაგავლილი ადამიანების მხრიდან ხმის მეორედ მიცემის მცდელობა. მსგავსი ფაქტები გამოვლინდა: 29-ე, 35-ე, 86-ე, 82-ე, 107-ე და 108-ე უბნებზე. ასევე, აღსანიშნავია, რომ 108-ე უბანზე ერთ-ერთი ამომრჩეველი, ე.წ. სომხური კარუსელის დატრიალებას ცდილობდა, რაც ცარიელი ბიულეტენის უბნიდან გამოტანას გულისხმობს. თუმცა, ეს ფაქტიც აღკვეთილია. ამ ფაქტებზე დროული რეაგირება უნდა მოხდეს, რათა დემოკრატიული არჩევნები ჩატარდეს.“

 

მისივე განმარტებით, ამ ყველაფერს ორგანიზებული სახე აქვს:

 

„ბაქრაძის საარჩევნო შტაბს არ შეუძლია რომელიმე საარჩევნო სუბიექტისკენ გაიშვიროს ხელი, რომელიმე სუბიექტის მხარდამჭერებად მოვნათლოთ ეს ხალხი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ყველაფერს აქვს ორგანიზებული სახე და კონკრეტული ოქმები არის შევსებული ამ დარღვევების შესახებ.“

მასალების გადაბეჭდვის წესი