ახალი ამბები

გაერთიანებული შტაბის უფროსი: ვერავინ მოახდენს ქართველი სამხედროების არჩევანზე გავლენას

27 ოქტომბერი, 2013 • • 1020
გაერთიანებული შტაბის უფროსი: ვერავინ მოახდენს ქართველი სამხედროების არჩევანზე გავლენას

ამის შესახებ განცხადება გაერთიაენბული შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ძნელაძემ გააკეთა. 

 

მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეებმა ხმის მიცემის პროცესი საარჩევნო უბნის გახსნისთანავე, დილის 8:00 საათიდან დაიწყეს.

“თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად უწყობს ხელს ცესკოს, რათა ზედმიწევნით იყოს დაცული საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. ხმის მიცემის პროცესს აკვირდებიან ცესკო-ში აკრედიტებული ქართველი და უცხოელი დამკვირვებლები. ამ დრომდე პროცესი შეუფერხებლად, ყოველაგვარი დარღვევის გარეშე მიმდინარეობს. ყველა სამხედრო მოსამსახურეს საშუალება აქვს ხმა მისცეს მისთვის სასურველ კანდიდატს. თავდაცვის მინისტრს არაერთხელ განუცხადებია და მეც გავიმეორებ, შეიარაღებული ძალები არის მიუკერძოებელი და აპოლიტიკური და ვერავინ მოახდენს ქართველი სამხედროების გულწრფელ არჩევანზე ზეგავლენას. რაც შეეხება დარღვევას, დარღვევის არც ერთი ფაქტი არ დაფიქისრებულა”, – აცხადებს ძნელაძე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი