ახალი ამბები

საია: დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

27 ოქტომბერი, 2013 • • 1032
საია: დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

კენჭისყრის დროს დაფიქსირებულ დარღვევებს შორისაა სხვის ნაცვლად ხმის მიცემის, უბნის ტერიტორიაზე აგიტაციის, არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემის და სხვა საკითხის დარღვევები. 

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, კახა კოჟორიძის განცხადებით, დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი მოხდა. კრწანისის 26-ე უბანის გარეთ ორი სადამკვირვებლო ორგანიზაციას “ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიას” და “მომავლის არჩევანის” დამკვირვბლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. 

 

ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეა “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამაც. მისი განცხადებით, ISFED-ის  დამკვირვებლები ადასტურებენ დაპირისპირებას:

 

“ეს არის ორგანიზაცია “სამოქალაქო მოძრაობა სამართლიანი არჩევნებისთვის”, ნაციონალურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს “სამართლიანი არჩვნების” დამკვირვებელია ნაცემი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს, ეს არის სხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები. ჩვენი დამკვირვებლები ადასტურებენ, რომ მართლაც იყო გარკვეული დაპირისპირრება მოქალაქესა და სხვა პარტიის წარმომადგენელს შორის, თუმცა, როგორც ჩემთვის ცნობილია, პატრული არ გამოიძახეს”. – განაცხაა ლომჯარიამ. 

 

საია დღევანდელ არჩევნებს საქართველოს ფარგლებში 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვბლით აკვირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი