ახალი ამბები

ISFED: დაახლოებით 250 ადამიანს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება

27 ოქტომბერი, 2013 • • 967
ISFED: დაახლოებით 250 ადამიანს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება

“სამართლიანი არჩევნები განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ამომრჩეველეთა სიებთან დაკავშირებით გამოვლენილ პრობლემებთან დაკავშირებით. ამ დროისათვის დაახლოებით 250 ადამიანს შეეზღუდა ხმის მიცემის უფლება. ძირითადად, რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩევლებს, რომლებიც, მათივე  ინფორმაციით, იმყოფებოდნენ უბნებზე თავდაპირველად გამოვეყნებულ სიებში, მაგრამ არჩევნების დღეს სამაგიდო სიებში არ აღმოჩნდნენ”- განაცხადა ორგანიზაციის აღმასრულბელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ.

 

რაც შეეხება არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემი ფაქტებს, ლომჯარიას გაცხადებით, დაფიქსირდა ვადაგასული პირადობით, ან პირადობის ასლით ხმის მიცემის ფაქტები. 

 

ამ დროისთვის სამართლიანი არჩევნების დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში წარდგენილია 5 სააჩივარი, ხოლო  საოლქო საარჩევნო კომისიაში- 22 საჩივარი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი