ახალი ამბები

ქუთაისში საარჩევნო უბნების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

27 ოქტომბერი, 2013 • • 944
ქუთაისში საარჩევნო უბნების ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

როგორც “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა გეგუჩაძემ განუცხადა “ნეტგაზეთს”, სისტემურმა ავარიამ ელექტროენერგიიის გათიშვა გამოიწვია:

 

“როგორც სადისპეტჩერო სამსახურმა მითხრა, სისტემური ავარია არის და ამ წუთებში ცდილობენ სარეზერვო მხრიდან ჩართონ ელექტროენერგია. ქალაქის რამდენიმე ქვესადგური გაითიშა. გათიშულია ქალაქის ცენტრალური ნაწილი, მიმდებარე უბნებიც, გათიშული ქვესადგურები- ქუთაისი 2-იც და 4-იც, ასევე, სათაფლიაც, მაგრამ ცდილობენ სარეზერვო მხრიდან საკვანძო ქვესადგური ჩართონ და, შესაბამისად, ქალაქის ცენტრსაც აღუდგინონ ძაბვის მიწოდება.”

 

ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა ქალაქის ცენტრალურ უბნებში მდებარე საარჩევნო უბნებს, ასევე, ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიას. ელექტროენერგიის მიწოდება 15 წუთში აღდგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი