“მე ხმა მივეცი ქვეყნის ქვეყნის წინსვლას, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ეროვნული უსაფრთხოების გამყარებას. ყველა მივიღებთ მონაწილეობას იმ პროცესში, რასაც ჰქვია წინამორბედი პრეზიდენტის მშვიდობიანი გზით, არჩევნების გზით შეცვლა. ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა დამოუკიდებლობის შემდგომ”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანმა საკუთარი არჩევანი #7 საარჩევნო ოლქის #1 უბანზე დააფიქსირა. აღნიშნულ უბანზე 1452 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ოლქზე საშუალო აქტივობა დაფიქსირდა. 12:00 საათისთვის არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. პირველი ამომრჩეველი 8:08 სთ-ზე გამოცხადაა.