ახალი ამბები

“საზოგადოებრივი დამცველის” დამკვირვებლებმა სამი საჩივარი დაწერეს

27 ოქტომბერი, 2013 •
“საზოგადოებრივი დამცველის” დამკვირვებლებმა სამი საჩივარი დაწერეს
  • – ქარელის №33 საარჩევნო ოლქში, #41 საარჩევნო უბანში (მოხისი) დამკვირვებელს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე არ უშვებდა. დაიწერა საჩივარი;

  • – გორის № 32 საარჩევნო ოლქში, მეჯვრისხევის #54  უბანზე დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ იყო მცდელობა  მართვის მოწმობის მეშვეობით ხმის მიცემის, დამკვირვებელმა გააპროტესტა და სიტყვიერი გაფრთხილების შემდეგ აღმოიფხრვა პრობლემა;
  •  
  • – გორის № 32 საარჩევნო ოლქის №66 საარჩევნო უბანზე მარკირების პროცედურის გარეშე იყო მცდელობა ამომრჩევლის გატარების, თუმცა დამკვირვებლის სიტყვიერი შენიშვნის შემდეგ აღმოიფხრვა დარღვევა; 
  • – გორის №32 საარჩევნო ოლქში, კარალეთის №100 საარჩევნო უბანზე ბიულეტენის შეკვრას არ აღმოაჩნდა სპეციალური ყუა თავზე. დაიწერა საჩივარი; 
  • – გორის №32 საარჩევნო ოლქში, კარბის №42 უბანზე საკონტროლო ფურცლის ჩაგდებისას დროის მითითება არ მომხდარა (გამორჩათ). შემდგომ მოხდა ჟურნალში ჩანიშვნა. ამ დროისთვის იწერება საჩივარი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი