ორგანიზაციის ცნობით, 10:00 საათისათვის კენჭისყრა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს:
“ჩვენს დამკვირვებლებს ამ ეტაპისათვის სერიოზული დარღვევები არ დაუფიქსირებიათ. თუმცა რიგ უბნებზე ადგილი ჰქონდა პროცედურულ დარღვევებს, რომელთა გამოსწორება მალე მოხდა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ცნობით, დაფიქსირებულია ისეთი დარღვევები, როგორიცაა:
- მარკირების სითხის არქონა საარჩევნო უბნებზე;
- სიების არევა უბნებზე, ანუ სიების არასწორად მიტანა კონკრეტულ უბანებზე;
- ბეჭედზე ნაკვეთურის გაკეთების პრობლემა;
- დამკვირვებლების უბანზე არდაშვება;
- რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლების გამოცხადება უბნებზე.
