ახალი ამბები

ცესკო: ბოლო მონაცემებით ხმა მისცა 240 732–მა ამომრჩეველმა

27 ოქტომბერი, 2013 •
ცესკო: ბოლო მონაცემებით ხმა მისცა 240 732–მა ამომრჩეველმა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში, განსაკუთრებული ექსცესების გარეშე მიმდინარეობს, არსებითი სახის დარღვევებს ადგილი არ ჰქონია, პროცედურული ხარვეზების უმეტესობა ადგილზევე იქნა აღმოფხვრილი.


პროცედურული ხარვეზები იყო რამდენიმე ოლქში. რაც შეეხება არსებითი ხასიათის დარღვევებს, ასეთი დარღვევები არ ყოფილა. ლატვიაში, რიგაში, საარჩევნო უბანზე ერთ–ერთი კომისიის წევრი გამოცხადდა დაგვიანებით, რის გამოც საარჩევნო უბანი გაიხსნა დაგვიანებით. 

 

ბიულეტენების რაოდენობას რაც შეეხება, ბიულეტენები არის ნაკლები რაოდენობით. კანონის შესაბამისად, ეს ასეც უნდა იყოს, არაფერი გასაკვირი არ არის, საპარლამენტო არჩევნებზე ასევე ნაკლებობით იყო და მაშინაც განვმარტეთ, რომ ეს ხდება კანონის შესაბამისად”, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.

ეკა აზარაშვილი
ეკა აზარაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი