ახალი ამბები

ეგზიტპოლები ტელევიზიებიდან მხოლოდ “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” დაუკვეთეს

27 ოქტომბერი, 2013 •
ეგზიტპოლები ტელევიზიებიდან მხოლოდ “რუსთავი 2”-მა და “იმედმა” დაუკვეთეს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის დაკვეთით, ეგზიტპოლს  ორგანიზაცია GfK ჩაატარებს, რომელმაც გასული წლის წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეგზიტპოლი “საზოგადოებრივი მაუწყებლის” დაკვეთით განახორციელა და რომლის შედეგებიც მკვეთრად განსხვავდებოდა რეალურად დამდგარი შედეგისგან.

 

ტელეკომპანია “იმედმა” ეგზიტპოლი ACT ჯგუფს დაუკვეთა.

 

ორივე ორგანიზაციის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგები 20:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

ეგზიტპოლები წელს არ დაუკვეთია “საზოგადოებრივ მაუწყებელს” და არც ერთ სხვა ტელევიზიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი