ახალი ამბები

ღარიბაშვილი: თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას

27 ოქტომბერი, 2013 •
ღარიბაშვილი: თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას

ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი
ირაკლი ღარიბაშვილი საარჩევნო უბანზე, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები. ფოტო: მიშა მეფარიშვილი/ნეტგაზეთი

“უცხოელი ლიდერების შეფასებით წელს გვაქვს ევროპული სტადნარტების არჩევნები. ეს არის ქართული დემოკრატიის და ჩვენი მთავრობის მიღწევა. ეს პოლიტიკა მომდინარეობს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, ეს კურსი განისაზღვრა მის მიერ და ჩვენ შევასრულეთ. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ჩვენ შევქმენით შტაბი ცესკოსთან ერთად და ვართ მუდივმ კოორდინაციაში მათთან. არავითარი დარღვევები არ იკვეთება, მაგრამ თუ რამე დარღვევას ექნება ადგილი, მყისიერად მოვახდენთ რეაგირებას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა და პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდა, რომ  სიტუაციის დაძაბვისგან ან რაიმე ესკალაციისაგან თავი შეიკავონ.

 

“ჩვენმა ხელისუფლებამ არავითარი საბაბი არ მისცა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, რომ ეჭვი შეეტანათ საარჩევნო კამპანიის გამჭვირვალობაში. დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო დღე მშვიდ ვითარებაში ჩაივლის”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი