”ეს ორი უბანი მდებარეობს მესტიაში და ტრადიციულად გვიჭირს დაკავშირება ასეთ უბნებთან. დღის განმავლობაში, ყოველ 2 საათში მოგაწვდით ინფორმაციას კენჭისყრის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, ასევე წარმოგიდგენთ მონაცემებს ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ, 24- საათიან რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი და ჩვენი ცხელი ხაზი 2510051, ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი. გთხოვთ მოგვაწოდოთ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია”, – განაცხადა ეკა აზარაშვილმა.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებს.