ახალი ამბები

ქუთაისში საარჩევნო უბნები გაიხსნა [video]

27 ოქტომბერი, 2013 •
ქუთაისში საარჩევნო უბნები გაიხსნა [video]

კომისიის თავმჯდომარემ მეგი ძოწენიძემ 08:10 წუთზე, პირველი ამომრჩევლის ხმის მიცემამდე რამდენიმე წამით ადრე დალუქა ყუთი.

 

ტარიელ დავითიაშვილი - პირველი ამომრჩეველი
ტარიელ დავითიაშვილი – პირველი ამომრჩეველი

აღნიშნულ უბანზე 1296 ამომრჩეველია რეგისტრირებული, აქედან სპეციალურ სიაში 16 ამომრჩეველია, ხოლო გადასატანი ყუთით ხმას 16 ადამიანი მისცემს.

 

როგორც კომისიის თავმჯდომარე მეგი ძოწენიძე აცხადებს, საარჩევნო უბანზე 1150 ბიულეტენი აქვთ, რაც ამომრჩევლების რაოდენობაზე 146-ით ნაკლებია. მისივე განმარტებით, კონვერტების რაოდენობა საკმარისია:

 

„ჩავატარეთ წილისყრა, კომისიის წევრებმა გადაინაწილეს ფუნქციები. ბიულეტენები გვაქვს ამომრჩეველთა რაოდენობაზე ნაკლები, ეს შევატყობინეთ საოლქო კომისიას და ალბათ მოგვაწვდიან დანარჩენ ბიულეტინებს.“

 

ტარიელ დავითიაშვილი, რომელიც 27-ე საარჩევნო უბანზე პირველი გამოცხადდა, ამბობს, რომ მან ხმა დემოკრატიას, სამართლიანობას და ჭეშმარიტებას მისცა.

 

27-ე უბანზე ადგილი ჰქონდა მცირე ინციდენტს. კერძოდ, იმ დროს, როდესაც საარჩევნო უბანზე უკვე იმყოფებოდა დავით ბაქრაძის ერთი დამკვირვებელი, უბანზე ანზორ დიოთიაშვილი გამოცხადდა და კომისიის თავმჯდომარეს მისი რეგისტრაცია მოსთხოვა.

 

აღნიშნულ საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერა საარჩევნო კაბინებს არ აფიქსირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი