ახალი ამბები

104–ე საარჩევნო უბანზე 50–ით ნაკლები ბიულეტენი მიიტანეს

27 ოქტომბერი, 2013 •
104–ე საარჩევნო უბანზე 50–ით ნაკლები ბიულეტენი მიიტანეს

უბნის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ლუბა ცხვედაძის განცხედებით, ეს არის პირველი შემთხვევა, როცა უბანზე ამომრჩეველი დილის 8 საათზე გამოცხადა: “104–ე უბანზე ამომრევლის აქტივობა დღის მეორე ნახევარში უფრო მაღალია”. 

 

საარჩევნო უბანზე 893 ამომრჩეველია, თუმცა უბანზე საოლქო კომისიიდან 850 დალუქული კონვერტი გადმოიგზავნა. უბანზე არის 10-კაციანი სპეცსია. სამკაციანი სია გადასატანი ყუთის გრაფაში ფიქსირდება.

 

საარჩვევნო პროცესს 104 უბანზე არასამთვარობო სექტორიდან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი აკვირდება. საარჩვენო უბანზე იმყოფება ორი დამკვირვებელი კოალიცია “ქართული ოცნებიდან”, ორი- “ნაციონალური მოძრაობიდან” და ერთი- ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი განმარტავს, რომ უბანზე დაფიქსირებული 850 ბიულეტენი დარღვევა არ არის. ამომარჩეველთა მაღალი აქტივობის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარე საოლქო კომისიიდან დამატებით ბიულეტენებს მოითხოვს. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი