ახალი ამბებიეკონომიკა

Airbnb-ზე თბილისის ჯავშნების 63% მთაწმინდასა და ჩუღურეთზე მოდის

5 აპრილი, 2018 •
Airbnb-ზე თბილისის ჯავშნების 63% მთაწმინდასა და ჩუღურეთზე მოდის

2017 წელს Airbnb-ზე  რეგისტრირებული თბილისის ბინების რაოდენობა 70%-ით გაიზარდა. Airbnb-ის საშუალებით თბილისში ყველაზე ხშირად ერთოთახიან ბინებს ქირაობენ.  

Colliers International Georgia-ს კვლევის მიხედვით, თუ 2016 წელს Airbnb-ის სიაში თბილისის  5 678  უძრავი ქონება იყო რეგისტრირებული, 2017 წელს ეს რიცხვი 9 679-მდე გაიზარდა.

თბილისის სახლების  დღიურმა საშუალო ღირებულებამ Airbnb-ზე 2017 წელს 43 დოლარი შეადგინა.  დატვირთულობის კოეფიციენტით Airbnb -ზე სოლოლაკი, მთაწმინდა, ავლაბარი, ჩუღურეთი და ვერა ლიდერობენ.  თუმცა მხოლოდ მთაწმინდასა და ჩუღურეთის რაიონებზე Airbnb-ზე ჯავშნების 63% მოდის. 

ნახეთ, როგორი ტიპის საცხოვრებლებს ჯავშნიდნენ თბილისში 2017 წელს Airbnb -ზე და საშუალო დღიური ფასი გასაქირავებელი ბინის ტიპის მიხედვით:

თბილისის სასტუმროების ბაზრის კვლევა Colliers International Georgia-მა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” დაკვეთით ჩაატარა.

მკვლევრების გუნდმა მუშაობა 2017 წლის ოქტომბრიდან დაიწყო და  2018 წლის თებერვალში დაასრულა. მისი პრეზენტაცია ახლახან გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი