ახალი ამბები

დავით ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა

25 ოქტომბერი, 2013 •
დავით ზურაბიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწედ დაინიშნა

როგორც ზურაბიშვილმა “ნეტგაზეთს” განუცხადა, მისი ზემოხსენებულ პოსტზე დანიშვნა მიმდინარე ოქტომბრის თვეში მოხდა. 

 

‘თანაშემწის შტატი აქვს თავმჯდომარეს, რამდენიმეა ასეთი და ერთ–ერთი მეც ვარ”, – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ მისი პოზიცია პარლამენტში რამდენიმე მიმართულებით მუშაობას ითვალისწინებს:

 

“ბევრი საკითხია, კონკრეტული არ არის. მიმდინარე კანონპროექტების თაობაზე ჩემთანაც მოდის ინფორმაცია, ვნახულობ. ასევე ვესწრები კომიტეტის სხდომებს და ასე შემდეგ”.

 

დღეის მონაცემებით, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ზურაბიშვილის ჩათვლით სულ ხუთი თანაშემწე ჰყავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი