ამის შესახებ ბიძინა ივანიშვლიმა ტელეკომპანია “კავკასიაში”, დავით აქუბარდიას გადაცემაში განაცხადა:
“ჩვენ ყველა დაპირება შევასრულეთ პირნათლად, რაც ერთ წელიწადში შეიძლებოდა. ჩვენ მოვედით, მთელმა ხელისუფლებამ გულწრფელად ვიმუშავეთ. მეც რომ არ ველოდი, იმაზე კარგად გამოგვივიდა. მაქვს ასეთი პრეტენზია. ვერც ერთმა ჟურნალისტმა და ექსპერტებმა შეუსრულებელი დაპირება ვერ აჩვენეს.”
ივანიშვილის თქმით, მისმა განცხადებამ წასვლის შესახებ ვნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოენაში: “მე არსად არ მივდივარ. გლობალურად საზოგადოებაში ბევრია გასაკეთებელი. მედაიაშიც პრობლემაა, ექსპერტებშიც პრობლემაა. არსად არ მივდივარ, მოვდივარ 20- წლიან ციკლში, რომ გავაძლიერო საზოგადოება”.
“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, პირველ წელს უფრო მეტი შედეგის მიღწევა შეუძლებელი იყო: “მიშა ხან გვწყევლიდა და ხან კანონებს გვიჩერებდა.”