ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი კაკაბაძისთვის მხარდაჭერაზე: სამაგიეროდ, ლომჯარიას წინააღმდეგ მივეცი ხმა

5 აპრილი, 2018 • 3795
სალომე ზურაბიშვილი კაკაბაძისთვის მხარდაჭერაზე: სამაგიეროდ, ლომჯარიას წინააღმდეგ მივეცი ხმა

საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მართალია, ნინია კაკაბაძეს დაუჭირა მხარი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრობაზე, მაგრამ, სამაგიეროდ, სახალხო დამცველის პოსტზე ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მისცა ხმა. სალომე ზურაბიშვილმა ამის შესახებ ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა.

“ჩემ ამომრჩევლებს – ვის წინაშეც ანგარიშ ვალდებული ვარ – მინდა ავუხსნა ჩემი დღევანდელი პოზიცია, ანუ ნინია კაკაბაძეს საზმაუს ბორდზე კანდიდატურას დავუჭირე მხარი და სამაგიეროდ, ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ ვუყარე კენჭი სახალხო დამცველის პოსტზე.

დავიწყოთ იმითი, რომ არც ერთის და არც მეორის შეხედულებებს – ნაციონალურ მოძრაობასთან უკიდურესად დაახლოებულს – არ ვიზიარებ. თუმცა, ერთ შემთხვევაში, საქმე ეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს და მის ბორდს, სადაც მიმაჩნია, რომ მრავალფეროვნება და ოპოზიციური წარმომადგენლის მონაწილეობა (მირჩევნოდა სხვა ოპოზიცია არსებობდეს ქვეყანაში და მისი წარმომადგენელი მიგვეღო) საფრთხეს არ წარმოადგენს და საჭიროც არის რაღაც დონეზე. მიუკერძოებელ კანდიდატს ეს ოპოზიცია არ და ვერ წარმოადგენდა, პროცესი ჩიხში შევიდოდა, რაც ასევე საზმაუს საქმიანობას არ წაადგებოდა.

სამაგიეროდ, მეორე შემთხვევაში – სახალხო დამცველის – რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, ზეპარტიული და ობიექტური, ლომჟარიას კანიდატურა სრულიად მიუღებელი იყო, რაც დადასტურდა მის ახლახან წარმოდგენილ, აშკარად პოლტიკურად ისპირირებულ წლიურ ანგარიშში და პოზიციებში. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება მივიღე დამოუკიდებლად, ჩემ საკუთარ პოლიტიკურ რწამსის თანახმად”.

საქართველოს პარლამენტმა სამურვეო საბჭოს წევრის პოზიციაზე საპარლამენტო ოპოზიციის მიერ წარდგენილ კანდიდადტს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს მხარი დაუჭირა. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”. მის არჩევას ხმა უმრავლესობის რამდენიმე ათეულმა დეპუტატმა მისცა, რამაც “ქართული ოცნების” რამდენიმე წევრის, მათ შორის, გედევან ფოფხაძის განაწყენება გამოიწვია. თანაგუნდელებზე გაბრაზებულმა ფოფხაძემ თქვა, რომ  შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვოს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარად კენჭისყრის შედეგად მოხვდა. საპარლამენტო არჩევნებზე ამ ოლქში “ქართული ოცნებიდან” კონკურენტი არ ჰყოლია. მმართველმა პარტიამ აქ კანდიდატი საერთოდ არ დაასახელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი