ახალი ამბები

“ნაცმოძრაობის” დაკვეთით ჩატარებული კვლევით, მარგველაშვილს 48% აძლევს ხმას

24 ოქტომბერი, 2013 •
“ნაცმოძრაობის” დაკვეთით ჩატარებული კვლევით, მარგველაშვილს 48% აძლევს ხმას

კითხვაზე – დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? – გამოკითხულთა 48% ხმას აძლევს გიორგი მარგველაშვილს, ხოლო 23% – დავით ბაქრაძეს. ნინო ბურჯანაძეს მხარს უჭერს გამოკითხულთა 6%. გამოკითხულთა 18%-ს არა აქვს გადაწყვეტილი, თუ ვის მისცემს ხმას.

 

კვლევის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულის გამოსავლენად მაღალი ალბათობით აუცილებელი იქნება მეორე ტურის გამართვა.

 

კვლევა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიებს გარდა) ჩატარდა და მოიცავდა 1,477 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის ცდომილების ხარისხი შეადგენს +/-2-3 პროცენტს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი