ახალი ამბები

თამარ ჟვანია: წელს გაცილებით მშვიდი საარჩევნო გარემოა

24 ოქტომბერი, 2013 •
თამარ ჟვანია: წელს გაცილებით მშვიდი საარჩევნო გარემოა

თამარ ჟვანია
თამარ ჟვანია

“ბოლო პერიოდის განმავლობაში, რაც ჩვენთან პრეტენზიები თუ განცხადებები შემოდიოდა, ძირითადად, უკავშირდებოდა კამპანიის წესების დარღვევას, ანუ კამპანიაში საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობას. უმრავლესობა შემთხვევების არ დადასტურდა. ასევე, შემოდიოდა განცხადებები სააგიტაციო მასალების დახევა-დაზიანებასთან დაკავშირებით, თუმცა მათი განხილვა ჩვენი კომპეტენცია არ არის, თვითმმართველობების განსახილველია”, – განაცხადა ჟვანიამ.


მისი თქმით, ზოგადად, წინასაარჩევნო დარღვევები არ იყო ისეთი მასშტაბური, რომ შეიძლებოდეს მთელი საქართველოს მასშტაბით სერიოზულ დარღვევებზე საუბარი და ეს, მისი თქმით, არჩევნების შედეგებზე ზეგავლენას ვერ მოახდენს.

 

“თუმცა ცალკეული შემთხვევებიც უნდა დაექვემდებაროს გამოსწორებას. თუ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შევადარებთ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს, აშკარაა, რომ წელს გაცილებით მშვიდი საარჩევნო გარემოა, თუმცა კონკურენცია ახლაც საკმაოდ დიდია. მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს იქნება ყველაზე საუკეთესო არჩევნები”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი