ახალი ამბები

კბილაშვილი ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ექსპერტიზის დასრულებას 2 თვეში ვარაუდობს

23 ოქტომბერი, 2013 • • 1141
კბილაშვილი ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტზე ექსპერტიზის დასრულებას 2 თვეში ვარაუდობს

“კომპლექსური ექსპერტიზაა დანიშნული, ველით მის შედეგებს. ამას შეიძლება ერთი თვე დასჭირდეს, ან ორიც, შემდეგ უკვე შესაძლებელი იქნება პასუხისმგებელ პირთა განსაზღვრა. არ უნდა დადგინდეს, პროდუქტი იყო თუ არა უხარისხო და ამან გამოიწვია თუ არა ჯარისკაცების მოწამვლა, ეს ორი შედეგი ერთმანეთს უნდა მიებას. ეს როგორც კი დადგინდება და თუ ეს დადგინდება, ჩვენ განვსაზღვრავთ, ვინ უნდა აგოს პასუხი ამ შედეგზე”, – აცხადებს არჩილ კბილაშვილი.


ვაზიანის ბაზაზე ჯარისკაცების მოწამვლის თაობაზე ინფორმაცია მედიაში 18 სექტემბერს გავრცელდა, თუმცა, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამხედროებს, რომლებმაც სამედიცინო პუნქტს მიმართეს, ჰქონდათ ერთჯერადი ფაღარათის შემთხვევა.  თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2013 წელს შეიარაღებულ ძალებში სხვადასხვა ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეებს შორის სულ 11 დიარეის ფაქტი დაფიქსირდა. ამ შემთხვევების შედეგად 91 სამხედრო  გადაიყვანეს სამხედრო ჰოსპიტალში სრულყოფილი დიაგნოსტირებისა და დინამიკაში დაკვირვების მიზნით. ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები პოლიტიკურ საბოტაჟს უკავშირდებოდეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი