ახალი ამბები

ლიბერთი ბანკი სამგზავრო ბარათების ბაზარზეა

22 ოქტომბერი, 2013 • • 2060
ლიბერთი ბანკი სამგზავრო ბარათების ბაზარზეა

ბანკის დირექტორმა სანდრო რთველაძემ განაცხადა, რომ სამგზავრო ბარათის  CitiPass მომხმარებელი, ქალაქ რუსთავში მოძრავ ავტობუსებში დამონტაჟებულ “ლიბერთი ბანკის” ტერმინალებთან შეეძლებათ.

ლიბერთი ბანკი
ლიბერთი ბანკი

“ნეტგაზეთის” ინფორამციით “ლიბერთი ბანკი”  სამგზავრო ბარათით მალე ბათუმშიც შევა. ხელშეკრულების დეტალები ჯერ არ ხმაურდება.

 

რუსთავის მერის მოადგილის გიგი ტაბატაძის ინფორმაციით, “ლიბერთი ბანკმა” სურვილი გამოთქვა, რომ რუსთავის ავტობუსებში სამგზავრო ბარათის ტერმინალები დაემონტაჟებინა. მერიამ ეს წინადადება  მიიღო და ბანკმა პროექტის განხორციელება დაიწყო. 

 

“ლიბერთი ბანკის”   CitiPass  ბარათის მფლობელებს ანგარიშის შევსებას ლიბერთი ბანკის სერვის ცენტრებში შეძლებენ, ასევე “ნოვას” სწრაფი გადახდის აპარატებით, “თიბისი ფეით” და eMoney ელექტრონული საფულის მეშვეობით.

 

ამ დრომდე “საქართველოს ბანკი” სამგზავრო ბარათების ბაზარზე  უკონკურენტო იყო. მოსახლეობა ბანკის პროდუქტით “მეტრომანით” და “ექსპრეს ბარათით სარგებლობს.”

 

„მეტრომანის” ბარათი წარმოადგენს მუნიციპალურ ტრანსპორტში (მეტრო, ავტობუსი) და რიყე-ნარიყალას საბაგიროთი მგზავრობის საფასურის გადახდის საშუალებას. 


საბარათე სისტემის დანერგვა “საქართველოს ბანკმა” სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებული ორი ტენდერში გამარჯვების შედეგად დადებული კონტრაქტების საფუძველზე  დაიწყო. ამ კონტრაქტს 2008 წელს  მოეწერა ხელი და “საქართველოს ბანკის” მეტრომანის მოქმედების კონტრაქტი 2018 წელს იწურება. რაც იმას ნიშნავს, რომ “ლიბერთი ბანკი” სამგზავრო ბარათებით თბილისის ბაზრზე ვერ შემოვა 

    

მასალების გადაბეჭდვის წესი