ახალი ამბები

რ2-ის შენობასთან ხულიგნობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს

3 აპრილი, 2018 • 1870
რ2-ის შენობასთან ხულიგნობის ბრალდებით კიდევ 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის შენობასთან ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ 2 პირი – 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. და 1979 წელს დაბადებული ო.დ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 2-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 19 მარტს ტელეკომპანია “რუსთავი-2″-ის შენობასთან ჯგუფური ხულიგნობა ჩაიდინეს

.ამ დროისთვის ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის, სხვისი ნივთის დაზიანებისა და ძალადობის ბრალდებით, სულ 8 პირია დაკავებული. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად ჩადენილი ხულიგნობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით”, – აცხადებენ შსს-ში.

მასალების გადაბეჭდვის წესი