შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ნინო სალუქვაძემ სიტყვით გამოსვლისას მარგველაშვილს უთხრა, რომ მან უარი არ უნდა თქვას მეორე ტურში მონაწილებაზე, რაზეც კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატმა უპასუხა:
“მეორე ტურზე უარის თქმა არ ნიშნავს იმას, რომ რამეზე უკან დავიხიეთ, პირიქით, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ პირველსავე ტურში ვიგებთ, თავდასხმაში გადავდივართ. ყველაფერი კი ღვთის ნებაა, მაგრამ ყველა ობიექტური მონაცემით ჩვენ ვართ წინ.”