ახალი ამბები

ავღანეთში ჯარისკაცებმა საქართველოდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს

21 ოქტომბერი, 2013 •
ავღანეთში ჯარისკაცებმა საქართველოდან საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უკვე მიიღეს

საარჩევნო უბნები ჯარისკაცებისთვის ჰელმანდის პროვინციაში მდებარე ქართულ და ამერიკულ ბაზებზე მოეწყო. სამხედრო მოსამსახურეებმა ხმა ორ საარჩევნო უბანზე – „ლეზერნიკსა“ და „ერედვზე“ მისცეს.


“საარჩევნო უბნების გარდა, არსებობდა ორი გადასატანი ყუთი. მათი გადატანა საარჩევნო კოდექსის თანახმად, დროულად მოხდა ბაზების -„ფაიზელისა“ და „პალაციოს“ მიმართულებით. გადაადგილება განხორციელდა ჯავშანმანქანა “MRAP“-ისგან შემდგარი კონვოით. ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით, კოლონის უსაფრთხოებას ჰაერიდან საბრძოლო ვერტმფრენები იცავდნენ. საარჩევნო პროცესმა ბაზებზე მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,”- წერია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციითვე, ავღანეთში საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების სამართლიანად ჩატარებას, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების გარდა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი