ახალი ამბები

ღაზა-ისრაელის საზღვარზე შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

30 მარტი, 2018 • 2799
ღაზა-ისრაელის საზღვარზე შეტაკებისას რამდენიმე ადამიანი დაიღუპა

პალესტინელებმა ღაზაში, ისრაელის საზღვართან, საპროტესტო აქცია გამართეს. მათი პროტესტი  ექვსი კვირა გაგრძელდება. ამისთვის პალესტინელებმა საზღვართან ხუთი კარავი დადგეს.

BBC წერს, რომ, სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი ადამიანი დაშავდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა ცეცხლი გახსნა. ისრაელის მხარე სროლის მიზეზად საზღვართან ახლოს არეულობის მცედლობას ასახელებს. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, დაახლოებით 17 ათასი პალესტინელი საზღვის გასწვრივ ხუთ ადგილზე იყო მობილიზებული. უწყების თანხმად, იქ შეკრებილი ადამიანები მანქანის საბურავებს წვავდნენ და ე.წ მოლოტოვის კოქტეილებსა და ქვებს სასაზღვრო ღობეს ესროდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს წარმოამდგენლების განცხადებით, სანამ პალესტინელთა პროტესტი დაიწყებოდა, ისრაელის მხარემ 27 წლის ფერმერი მოკლა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი