ახალი ამბები

მაჩაბლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ცნობა ტყუილია

29 მარტი, 2018 • 15993
მაჩაბლის ქუჩისთვის სახელის გადარქმევის ცნობა ტყუილია

ფეისბუკზე სხვადასხვა გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც თბილისში ივანე მაჩაბლის სახელობის ქუჩას სახელი გადაერქვა და მას ირანის ქუჩის სახელი ეწოდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ნეტგაზეთს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა განუცხადა, ფოტო, რომელიც თითქოს ზემოხსენებულის დამადასტურბელ ფაქტსა და ახალ აბრას ასახავს, დამონტაჟებულია.

ნიბლოშვილმა ნეტგაზეთს ასევე განუცხადა, რომ ტყუილია იმავე გვერდების მიერ დღეს გავრცელებული მეორე ინფორმაციაც იმის თაობაზე, რომ თბილისში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ქუჩა არ არსებობს. მისი თქმით, ანწუხელიძის სახელობის ქუჩა ისანში მდებარეობს.

აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება თავადაც მარტივად შეგიძლიათ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ინტერაქტიულ რუკაზე – Tas.ge.

მასალების გადაბეჭდვის წესი