ახალი ამბები

რუსეთი აშშ–ის 60 დიპლომატს გააძევებს, პეტერბურგის საკონსულოს კი დახურავს

29 მარტი, 2018 • 1793
რუსეთი აშშ–ის 60 დიპლომატს გააძევებს, პეტერბურგის საკონსულოს კი დახურავს

რუსეთი აშშ–ის 60 დიპლომატს გააძეევებს, ხოლო სანქტ–პეტერბურგში მდებარე საკონსულოს დახურავს.

ბლუმბერგის ცნობით, დიპლომატების გაძევების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთმა ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ბოიკოტის შემდეგ მიიღო. შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინეტერესების სექციის ერთი თამაშრომლის გაძევების შესახებ ინფორმაცია დღეს გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რუსი დიპლომატები გააძევეს აშშ–მაგაერთიანებულმა სამეფომ, გერმანიამ და სხვა ქვეყნებმა. საფრანგეთი და პოლონეთი 4-4 დიპლომატს გააძევებენ. ლიტვა და ჩეხეთი 3-3 დიპლომატის გაძევებას აპირებს. დანია, ნიდერლანდების სამეფო, იტალია, ესპანეთი  2-2 დიპლომატს გააძევებს. ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, მაკედონია, უნგრეთი, ლატვია, რუმინეთი, შვედეთი და ხორვატია კი, თითო-თითო დიპლომატს.  უკრაინა 13 დიპლომატის, კანადა 4-ის, ალაბანეთი 2-ის და ნორვეგია თითოთითო დიპლომატის გაძევებას აპირებენ.

გაერთიანებულ სამეფოში, ქალაქ სოლსბერიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკირპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობა კრიტიკულია. ბრიტანეთის მთავრობა მიიჩნევს, რომ მამა-შვილის მოწამვლის ფაქტზე პასუხისმგებელი, დიდი ალბათობით, რუსეთია. ქიმიური ნივთიერება, რომელიც მამა-შვილის მოსაწამლად გამოიყენეს, ნერვული აგენტების იმ ჯგუფს მიეკუთნება, რომელიც “ნოვიჩოკის” სახელითა ცნობილი. ნერვული აგენტები ფოსფორის შემცველი ორგანული ნივთიერებებია (ორგანოფოსფატები), რომლებიც აზიანებენ ნერვების მიერ ორგანოებამდე ინფორმაციის მიტანის მექანიზმს.

სერგეი სკირპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკირპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკირპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსეთი ოდესმე პასუხს მოსთხოვდა. ოჯახისვე განცხადებით, სკირპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკირპალის შვილი ცოტა ხნის წინ სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი