რაც შეეხება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, ცქიტიშვილის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა რამდენიმე სავარაუდო ვარიანტი მუშავდება იმის თაობაზე თუ რა განთავსდება ამ შენობაში:
“პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჯერ საბოლოო გადაწყვეილება მიღებული არ არის. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მანამ, სანამ ათონელზე მშენებარე შენობის რეკონსტრუქცია არ დასრულდება, ახალი პრეზიდენტი იქნება კანცელარიაში. რაც შეეხება პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციას, ვარიანტები იყო სხვადასხვა. საზოგადოებაშიც იყო სხვადასხვა ვარიანტები განხილული, თუმცა ჯერ მნიშვნელოვანია, თვითონ არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიულად და მშვიდობიანად და შემდეგ უკვე ვიფიქრებთ იმაზე, თუ რა შეიძლება განთავსდეს იმ შენობაში. ჯერჯერობით იმ შენობაში მუშაობს საქართველოს პრეზიდენტი.”
მაია ცქიტიშვილი აცხადებს, რომ ვერაფერს ვერ გამორიცხავს იმის თაობაზე, თუ რომელი უწყება შეიძლება განთავსდეს პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში:
“მე ვერაფერს ვერ გამოვრიცხავ ვერც საგარეოზე და ვერც სხვა უწყებაზე. ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. ჯერ იმ შენობაში მუშაობს პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია. “







