ახალი ამბები

უსუფაშვილი: ივანიშვილის განცხადება მეორე ტურზე მეტაფორა იყო

18 ოქტომბერი, 2013 •
უსუფაშვილი: ივანიშვილის განცხადება მეორე ტურზე მეტაფორა იყო

“ეს იყო წმინდა მეტაფორა, რომელიც მიანიშნებდა მის [ივანიშვილის] დამოკდებულებას და რწმენას გამარჯვებაში პირველივე ტურში, ეს იყო, კიდევ ვიმეორებ, მეტაფორა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი არასდროს იღებს გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად:

 

“როდესაც ისმის ბარლდება, რომ ივანიშვილი ერთპიროვნულად აპირებს დანიშნოს თავისი მემკვიდრე, მე ვთვლი, რომ ეს ასე არ არის. ბიძინა ივანიშვილს დღემდე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღია ერთპიროვნულად, მომავალი პრემიერ-მინისტრის თაობაზე დაგეგმილი გვაქვს კონსულტაციები, ოღონდ არჩევნების დღის შემდეგ. ცხადაია, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილი თავის პოზიციას მოგვახსენებს და ასევე, მოისმენს ჩვენსას, როგორც იყო ეს საპრეზიდენტო კანდიდატის შემთხვევაში. მე გამოვრიცხავ იმ ვარიანტს, რომ ჩვენ ამ შემთხვევაშიც საერთო აზრამდე არ მივიდეთ”,-  განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

დავით უსუფაშვილი
დავით უსუფაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი