ახალი ამბები

ანონსი – 29 მარტი

28 მარტი, 2018 • 1625
ანონსი – 29 მარტი

09:50 – ,,ქორთიარდ მერიოტში“, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით და  GIZ ის მხარდაჭერით, გაიმართება „კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობის საკონსულტაციო საბჭოს“ მორიგი შეხვედრა, სადაც გაიმართება დისკუსია თემაზე „კერძოსექტორის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები.“

11:00 –  ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი პროფკავშირებს და დასაქმებულებს შეხვდება.

11:00 – საქართველოს რკინიგზის პროფკავშირების  ორგანიზებით,  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ატარებს  წითელა, წითურა, ყბაყურის უფასო ვაქცინაციას  – არ გადადო-აიცერი!  აქციის ფარგლებში რკინიგზის თანამშრომლებს C ჰეპატიტისა და შიდსის სკრინინგის ჩატარებაც შეეძლებათ. ვაქცინაცია  ჩატარდება საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში, მისამართი: თამარ მეფის №15

11:00 – ევროპული საქართველოს ოფისში გივი თარგამაძის ბრიფინგი. თემა  – არასანქცირებული მოსმენები

11:00 – “პრაიმტაიმის“ პრესკლუბში მამა რამაზი წმინდანების პრეზერვატივებზე გამოსახვასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

11:00 – ქალაქ ზუგდიდში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას გააცნობს. გამსახურდიას გამზირი#45; სამხარეო ადმინისტრაციის შენობა.

11:00 – მაღალმთიანი აჭარის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოპარკი სრულად, ჯიპის ტიპის 6 სამედიცინო წესით აღჭურვილი სპეცმანქანით განახლდება. ცერემონიას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან, ზაალ მიქელაძესთან ერთად დაესწრება. მისამართი: ქედის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რაიონული სამსახური

11:00 – ტექნოპარკში ღონისძიება „ქალი და ინოვაცია“ გაიმართება, რომლის ფარგლებშიც მოწვეულია ისრაელში სტარტაპ ეკოსისტემისშემქმნელი, აქსელერატორების გავლენიანი მასწავლებელი, „ფემ-ტეკის“ (Female Technology) ექსპერტი, ბატონი ტალ კატრანი (Tal Catran). შეხვედრა ქალ მეწარმეთა კვირეულის ფარგლებში იმართება.

11:30 – „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში პარტია „საქართველოს“ წევრი გიორგი ლილუაშვილი დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.   თემა: “აიისა” – ქართული პრეზერვატივის ახალ ბრენდი და მის მიერ წარმოებული პროდუქტი.

12:00 –  ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივითა და ორგანიზებით, ივანე ჯავახიშვილის სახელობისთბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 1-ელ კორპუსში გაიხსნება ფოტოგამოფენა: „სამშობლოსათვის“.

12:00 –  “პრაიმტაიმის“ პრესკლუბში საზოგადოებრივი გაერთიანება „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ბრიფინგს გამართავს.  თემა: სალიცენზიო პირობების უხეში დარღვევა, რამაც ქვეყნის ბიუჯეტი 60 მილიონი ლარით აზარალა.

12:00 –  საქართველოს ბანკის სათავო ოფისში, გაგარინის ქ. 29ა (შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან), საქართველოს ბანკსა და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს  (BSTDB შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმებას მოეწერება ხელი. ხელმოწერის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი, კახა კიკნაველიძე და შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტი, იგორ ლეშუკოვი.

13:00 – პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას შეხვედრა პარლამენტის სტაჟიორებთან თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

15:00 –  პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა დღის წესრიგი თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

15:00 –  საქართველოს პარლამენტის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება ღონისძიება სახელწოდებით „საქართველო თამბაქოს გარეშე” პრესრელიზი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზი ( ვაჟა-ფშაველას გამზ. 33, ადმინისტრაციული კორპუსი)

16:00 – ქალაქ ოზურგეთში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებულ ახალ საგადასახადო ინიციატივას გააცნობს.  პროფესიული კოლეჯი “ჰორიზონტი” რუსთაველის ქ.8

16:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის, ეკა ბესელიას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, კახაბერ კუჭავას და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ცქიტიშვილის შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მოწვეულ ექპერტთან, მარი-ანდრე ლაჟუიესთან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

17:00 – პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა კომიტეტის ახალი დებულების პროექტის განხილვის თაობაზე თბილისი, საქართველოს პარლამენტი, ბაგრატოვანთა დარბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი