GTUC: რუსთავის აზოტს 56 თანამშრომლის სამსახურში აღდგენა და კომპენსაციის გადახდა დაევალა

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, სასამართლომ დაავალა რუსთავის აზოტს ქარხნიდან გათავისუფლებული 56 თანამშრომელის სამსახურში აღდგენა და მათთვის განაცდურის ანაზრაურება.

რუსთავის აზოტთან პროფკავშირების ხმაურიანი დავა წელიწადზე მეტხანს გაგრძელდა. პარალელურად, სამსახურიდან გათავისუფლებულები და მათი მხარდამჭერები მართავდნენ საპროტესტო აქციებს.

საწარმო „აზოტი“ წარმოადგენს სამხრეთ კავკასიაში მინერალური სასუქების მწარმოებელ ერთადერთ ქიმიურ საწარმოს. საწარმო „აზოტის“ პროდუქციის მომხმარებლებია სამხრეთ კავკასიის ქვეყნები, ხმელთაშუა და შავი ზღვის ქვეყნები: საბერძნეთი, ისრაელი, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი, სირია, მაროკო.

რუსთავის აზოტიდან გათავისუფლებული თანამშრომლების სასამართლო პროცესი. ფოტო: პროფკავშირები

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.