ახალი ამბები

ტომ ოდელი Tbilisi Open Air 2018 -ზე ჩამოვა

28 მარტი, 2018 • 3092
ტომ ოდელი Tbilisi Open Air 2018 -ზე ჩამოვა

დღეს, 28 მარტს, ცნობილი გახდა Tbilisi open air-ის ლაინაფი. ფესტივალი 22, 23, 24 ივნისს ახალ იპოდრომთან გაიმართება. ფესტივალის მთავარი მოვლენა ტომ ოდელის  ჩამოსვლაა, რომელიც ბრიტანელი მუსიკოსია.

ფესტივალის ლაინაფი:

22 ივნისი

 MAIN STAGE
KAYAKATA || REJJIE SNOW || BEARDYMAN || EKO & VINDA FOLIO || CHE LINGO || TOYSHEN

 EYE STAGE
ROMAN FLÜGEL || CLEVELAND || GIO SHENGELIA || AUTUMN TREE [LEON] || || VAKO T b2b MZHAVIA

 GARDEN STAGE
AVALON || RITMO || FUNGUS FUNK || ACIDWAVE || KATANA

 SINGER JAZZ STAGE
REZO KIKNADZE QUINTET

23 ივნისი

 MAIN STAGE
RÓISÍN MURPHY || RACHAEL YAMAGATA || PAPOOZ || ST. NUDES || MOKUMOKU || KILLAGES

 EYE STAGE
ALEX NIGGEMANN || MATTHIAS MEYER || SASCHA SIBLER || LIZA RIVS || BERO || STIMMHALT || PRØMESCU

 GARDEN STAGE
YESTERMORROW || KALA || OOGWAY || MARCUSS || ANCIENT OM || ELLARGE || SPACE TERIYAKI || ELDARIO || TABU || BEKA TALAKHADZE

 SINGER JAZZ STAGE
DINI VIRSALADZE TRIO || BLUE MOOR || LASHA ABASHMADZE QUINTET

24 ივნისი

 MAIN STAGE
TOM ODELL || R.O x KONOBA || GREEN ROOM || SALIO || SOPHIE VILLY || NEWCOMER 2018

 EYE STAGE
SUPER FLU || NUNO DOS SANTOS || INNELLEA || BACHO b2b TOMMA || DASTIA || SO LAUT || | BEKUCHI

 GARDEN STAGE
ANTHILL || ADDITIVV || OBRI & ZEN || NEVERTHESAME || DIMITREE || INFEST || DM3 || KALRATRY || KAYA MATU || RA

 SINGER JAZZ STAGE
ZURA RAMISHVILI TRIO || AMAZE || PAPUNA SHARIKADZE TRIO FEAT. MISHO URUSHADZE

ფესტივალის ორგანიზატორების ცნობით, საწყის ეტაპზე, 28 მარტიდან 16 აპრილის ჩათვლით, გაიყიდება მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის (1500) 3-დღიანი აბონემენტი, რომლის ფასი 110 ლარი იქნება. ამ პერიოდში თიბისი ბანკის ნებისმიერი ბარათის მფლობელებისთვის იმოქმედებს 20%-იანი ქეშბექი. აბონემენტის საბოლოო ფასი 170 ლარი იქნება.

დღიური ბილეთები 17 აპრილიდან გაიყიდება. აბონემენტები იყიდება ონლაინ  ასევე, ფილარმონიის სალაროებში და პალიტრის ჯიხურებში (მისამართები: გლდანის VIII მიკრორაიონი, I კორპუსის მიმდებარე ტერიტორია / ვაგზლის მიმდებარე ტერიტორია, აბასთუმნის N1 / გამსახურდიას გამზირისა და დოლიძის კუთხე).

Tbilisi open air ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალია, რომელიც წელს პირველად დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ფესტივალს დაფინანსება გამოეყოფა Check in Georgia-ს ფარგლებში. ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, 2018 წელს Check in Georgia-ს ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი