ამის შესახებ დღეს, “თბოლისი მერიოტში” გამართულ პრესკონფერენციაზე ბადრი პატარკაციშვილის დამ მზია პატარკაციშვილმა განაცხადა:
“პატარკაციშვილების ოჯახსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებას 2011 წელს ლონდონში მოეწერა ხელი. მაშინ შევთანხმდით, რომ ხელშეკრულება იქნებოდა კონფიდენციალური ხოლო მისი დარღვევის შემთხვევაში, ოჯახი საარბიტრაჟო სასამთლოს მიმართავდა საქართველოს წინააღმდეგ და 400 მილიონ დოლარს მოითხოვდა. ჩვენ არ გვინდოდა, რომ ეს ფული გადაეხადა საქართველოს მოსახლეობას საკუთარი ჯიბიდან და ამიტომ წავედით ამ შეთანხმებაზე.”
მზია პატარკაციშვილის განცახდებით, მედიით გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პატარკაციშვილების ოჯახმა საქართველოს მთავრობისაგან 400 მილიონი დოლარი აიღო, სიცრუეა:”როცა ხელსეკრულება გასაჯაროვდება ყველა ნახავს რომ ეს ასე არ არის”.
“რუსთავის ფოლადის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს და შემდგომ სააპელაციო სასამრთლოს გადაწყვეტილების შედეგად ხელშეკრულების ნაწილი დაირღვა:”მე ვერ ვისაუბრებ დეტალებზე, რადგან ეს ხელშეკრულება კონფიდენციალურია, მაგრამ თუ უზენაეს სასამართლოში ოჯახი “რუსთსვის ფოლადის” საქმეს წააგებს, ავტომატურად მიმართავს არბიტრაჟს. გააგრძელებს იმ დავას, რომელიც მიდიოდა 400 მილიონზე. ეს საკითხი საქართველოს მთავრობასა და პატარკაციშვილების ოჯახს შორის 2011 წელს ლონდონში დადებულ ხელშეკრულებაში თავდაცვის მექანიზმის სახით ჩაიდო. ოჯახი არ ენდობოდა მთავრობას და თუ ხელშეკრულება დაირღვეოდა პატარკაციშვილები წავიდოდნენ არბიტრაჟში. თბილსის საქალაქო სასამათლოს და სააპელაციოს გადაწყვეტილება არის გარკვეულწილად ხელშეკრულების ნაწილის დარღვევა. სარჩელს შევიტანთ უზენაეს სასამართლოში და დაველოდებით ვერდიქტს. იმედი გვაქვს ჯოზეფ კეი “რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას მესამედ არ მოიპარავს”.
ირაკლი რუხაძის განცხადებით პატარკაციშვილების ოჯახი ამ ხელშეკრულების გასაჯაროებას ითხოვს:”რამდენადაც მე მაქვს ინფორმაცია, ეს ხელშეკრულება უნდა გაიხსნას რაც შეიძლება სწრაფად. ამ ხელშეკრულებას მაშინდელი მთავრობის ყველა წევრი აწერს ხელს. როგორც ვიცი ხელმომწერი პირებიდან თითქმის ყველა თანაახმაა, რომ ეს ხელსეკრულება გასაჯაროვდეს.”