ელექტრონული მუსიკის ფესტივალი Summer Set ფარგლებში თბილისში 27 ივლისს Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless ჩამოვა და საპრეზენტაციო ღონისძიებას ერთობლივად გამართავენ.
Cigarettes After Sex ამერიკული ჯგუფია ტეხასიდან, Ambient Pop-ის განხრით. მათ ჟანრში შედის, ასევე: Dream pop და Slowcore. ჯგუფი 2008 წელს დაარსდა და ის ოთხი მუსიკოსისგან შედგება. ბენდის დამფუძნებელი და ლიდერია ვოკალისტი გრეგ გონზალესი. მასვე აბარია ელექტრ გიტარა, აკუსტიკური გიტარა და ბასი. Cigarettes After Sex-ის მუსიკის მოსმენა ჯგუფის ოფიციალურ იუთუბის არხზე შეგიძლიათ.
WhoMadeWho დანიური ჯგუფია კოპენჰაგენიდან, ჯგუფის მუსიკა Indie Rock-ს და Dance Punk-ის ჟანრს მიეკუთვნება. ჯგუფი 2003 წელს ჩამოყალიბდა და და ის სამი მუსიკოსისგან შედგება. Koreless კი ელექტრონული მუსიკის პროდიუსერი და არტისტია ბრიტანეთიდან, რომელიც ამჟამად გლაზგოში მოღვაწეობს.
რაც შეეხება თავად ფესტივალს, Summer Set 2019 წლიდან გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება. ფესტივალის ახალი ჰიბრიდული მოდელის ფილოსოფია საქართველოს მთის კურორტებს, ელექტრონულ და ინსტრუმენტულ მუსიკას, 2 სცენას, სპორტის 9 სახეობას, კარვების ქალაქს და სოციალურ-კულტურულ თემებზე სხვადასხვა ვორქშოპებს აერთიანებს.
“ჩვენი მიზანია კიდევ ერთი სიახლე დავნერგოთ, როგორც ეს 2012-ში დავიწყეთ, მაშინ ბრენდმა ათობით ათას ადამიანს გააცნო ელექტრონული მუსიკის და საფესტივალო კულტურა და ნიადაგი შეუმზადა კლუბურ ბიზნესს თბილისი მსოფლიო რუქაზე მოენიშნა. 2019 წლიდან ფესტივალი გუდაურში გადაინაცვლებს, მანამდე კი თბილისში მისი საპრეზენტაციო ღონისძიება გაიმართება”,-აცხადებს ფესტივალის პიარ მენეჯერი ნიკა დვალიძე.
ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “მთის კურორტების განვითარების კომპანია”.